უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 716 063 ლარი
შევიდა, მხოლოდ მაისში კი 186 595 ლარი.
2025 წლის იანვარ-მაისის მონაცემებია.
მხოლოდ მაისში ბიუჯეტი ჯარიმებიდან 186 595 ლარით შეივსო.
2024 წლის იანვარ-მაისში აღნიშნული დარღვევიდან ხაზინაში 1 488 959
ლარი შევიდა.
წელს 5 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, შემცირებულია
სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალიც.
მონაცემების მიხედვით, აღნიშნულიდან წელს იანვარ-მაისში ბიუჯეტში 136
031 072 ლარი შევიდა, 2024 წლის იგივე პერიოდში 154 995 544 ლარი.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მაისში აღნიშნული სანქციებით ხაზინა 94.3
მლნ ლარით შეივსო.
თბილისსა და ქუთაისში მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით
უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში,
თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი
- 40 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები